გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის წვრთნები გაიმართა

3-08-2021

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს.


მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქართული ოცეული აშშ-ის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივ წვრთნებსაც ახორციელებს. ერთობლივი წვრთნები ამერიკელ და ქართველ სამხედრო პოლიციელებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.


მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო წვრთნების საველე კომპონენტი საჩვენებელი სწავლებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება.