გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი

4-08-2021

კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდ-ვითარება განიხილეს.


აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000 მდე პირმა ჩაიტარა.


ფაიზერით ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული.


ასევე, სინოფარმით ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.


ქობულეთისა და ხელვაჩაურის 5 ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო სინოფარმი / სინოვაკით ვაქცინაცია.


მიმდინარე კვირას მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დამატებით 4 ამბულატორიაში განხორციელდება.


დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზება. მოზარდებისთვის საწოლები მობილიზდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდ მართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული მიმართულებით.