გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის, იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

4-08-2021

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, 2021 და 2022 წლებში საქართველოს მასშტაბით, ოთხი ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, 2023 წლამდე კი საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს კიდევ 10 სოფელს მოემსახურება.

,,ინტენსიურად განვავითარებთ თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებულ და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც 2030 წელს ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მომსახურების მიღებას ყველა მუნიციპალიტეტში, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე იუსტიციის სახლში" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სახლის დამატებითი ფილიალები თბილისშიც აშენდება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და მომხმარებელთა ნაკადების განტვირთვას, აღნიშნა რატი ბრეგაძემ.