გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„მობილური იუსტიციის სახლი" აგვისტოდან ამოქმედდება

4-08-2021

იუსტიციის სამინისტრო ინოვაციური პროექტის - „მობილური იუსტიციის სახლის" განხორციელებას იწყებს.


,,პირველ ეტაპზე პროექტი საპოლიტე რეჟიმში განხორციელდება და 6 რეგიონის ათეულობით სოფელს მოიცავს, საბოლოოდ კი, პროექტი სრულად დაფარავს საქართველოს ყველა იმ სოფელს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია", განაცხადა იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე.


„მობილური იუსტიციის სახლის" ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ყველა სერვისის სრულყოფილად გაცემა იქნება შესაძლებელი. რატი ბრეგაძის განცხადებით, პროექტი მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, დაზოგონ ხარჯები და სოფლიდან გაუსვლელად მოაწესრიგონ მათთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.