გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

4-08-2021

იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების" პროქტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.


მომსახურების სივრცეში ბიზნეს სუბიექტი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღებას სრულიად განსხვავებული კონცეფციის გარემოში, „ერთი ფანჯრის პრინციპით" შეძლებს.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც ბიზნესის დაწყებისა და კეთების სიმარტივის კუთხით საქართველოს პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო გაამყარებს."