გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე სამი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა

5-08-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.