გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რა ღირს მშობიარობა რუსთავში

11-04-2018

რუსთავში მშობიარობა ორ სამედიცინო დაწესებულებაში, "რუსთავის სამშობიარო სახლსა" და "კლინიკა რუსთავშია" შესაძლებელი. "ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია, რა თანხა უჯდებათ ორსულებს მომსახურების მიღებაში და რა ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

"რუსთავის სამშობიარო სახლში" ფიზიოლოგიური მშობიარობა 600 ლარი ღირს, 500 ლარს სახელმწიფო აფინანსებს და პაციენტს 100 ლარი რჩება გადასახდელი. საკეისრო კვეთის გაკეთება კი 900 ლარი ჯდება, რომლიდანაც 800 ლარს სახელმწიფო ფარავს იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი საკეისრო კვეთა კეთდება,  პაციენტის მიერ საკეისრო კვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო მხოლოდ 500 ლარს ფარავს.

"სამშობიარო სახლში" ერთადგილიანი პალატის ფასი 150 ლარია, VIP პალატა 300 ლარი ჯდება. საერთო პალატაში მომსახურება კი მშობიარობის თანხაში შედის. 

რაც შეეხბა "კლინიკა რუსთავს", საყოველთაო დაზღვევით ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარი, საკეისრო კვეთა კი 800 ლარი ღირს, ორივე შემთხვევაში სახელმწიფო პაციენტს სრულად აფინანსებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკეისრო კვეთა არა გადაუდებელი საჭიროებით, არამედ პაციენტის მოთხოვნით კეთდება,  მაშინ სახელმწიფო პაციენტს 500 ლარით აფინანსებს, გადასახდელი კი 300 ლარი რჩება.

"კლინიკა რუსთავში" საერთო პალატით სარგებლობა უფასოა, LUX პალატის ფასი კი 200 ლარს შეადგენს.

"ინფორუსთავი"