გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გარბენი და სპორტული აქტივობები გაიმართა

5-08-2021

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ახალციხეში მარათონი გაიმართა. 5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გარბენი, სიმბოლურად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელობის ხიდთან დასრულდა.


Agile Spirit 2021-ის ორფოლოს მიმართულების ხელმძღვანელობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


ქართველმა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტული აქტივობებიც გამართეს. მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედროები ერთმანეთს მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევასა და ფეხბურთშიც შეეჯიბრნენ.


მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დასკვნით ფაზაში მიმდინარეობს. სწავლებებში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალით დასრულდება.