გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რაჭაში ვენახების კადასტრის პროგრამა მიმდინარეობს

5-08-2021

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირაგეული, სადმელი, ბუგეული, ხვანჭკარა, ჭრებალოსა და ქალაქ ამბროლაურში, ასევე, ცაგერში და სოფელ ლაჯანაში.


ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დაემატება ახალი სარეგისტრაციო უბნები.


ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის რეგიონში, სადაც, ჯამში, უკვე დარეგისტრირებულია 23 ათასამდე მევენახე-ფერმერი.


ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.