გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება უფრო ხელმისაწვდომი გახდება

5-08-2021

მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. ეს სიახლე ასევე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობას მისცემს კარიერა სწორად დაგეგმონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა ლომუაშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გუგა მირიანაშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერეს.