გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალს დაესწრო

11-04-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით, მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სასულიერო გიმნაზიისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ღონისძიების მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდნენ.