გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია

5-08-2021

ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე.


მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.


„ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მიზანია, არა მხოლოდ შემოსავლების მობილიზება, არამედ ამ პროცესის განხორციელება ეკონომიკურ ზრდაზე მაქსიმალურად ხელშემწყობი მეთოდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საგადასახადო სისტემის ისეთი დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს საბაზრო მექანიზმების დამახინჯებებს ე.წ Distortion-ებს და ქმნის უფრო სწორ საგადასახადო სტიმულებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, განაწილებული მოგების გადასახადი ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო და ამ კუთხით მუშაობა კვლავ გრძელდება.


„ჩვენი მიზანია, პირდაპირი გადასახადების წილის შემცირება მთლიან საგადასახადო შემოსავლებში, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ექსპორტისათვის და საქსპორტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის. - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.