გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას

5-08-2021

ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას.


მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ჩვენი მთავარი მიზნის - მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის - მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების გარეშე.


„როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული რესურსები მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები. კვალიფიციური მოხელეების ხელფასების ზრდა, არ უნდა გახდეს მუდმივად პოლიტიზირების საგანი, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები - ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად განხორციელდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, შედეგად, ქვეყანას ეყოლება სათანადო კვალიფიკაციის მქონე საჯარო სექტორი - უფრო მეტად ეფექტური ბიუროკრატია, რაც ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელოვანი გარანტიაა.