გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოდან დაიწყება

5-08-2021

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს საშუალება აქვთ  სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს  6 აგვისტოს  10:00 საათიდან   10 აგვისტოს 18:00 საათამდე.  სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ  სააპელაციო განაცხადის მიღებამდე ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს. აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან   დაბრუნდება. 

 

მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 2021 წელს დამატებითი სესიები დაინიშნა იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.