გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ღვინის ექპორტი 12$-ით გაიზარდა

6-08-2021

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 125 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.


ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 28% (3268131), ჩინეთი - 7% (3143021), ლიეტუვა - 51% (601164), აშშ - 26% (565876), გერმანია - 18% (439042) და დიდი ბრიტანეთ - 85% (395082).


მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კანადა - 93% (189562), შვედეთი - 60% (66772), ჩეხეთი - 589% (95406), ყაზახეთი - 35% (2150440), ისრაელი - 78% (299067), აზერბაიჯანი - 41% (133391), თურქეთი - 436% (77226), უკრაინა - 15% (6409699), რუსეთი - 9% (33094833), მონღოლეთი - 261% (266250).


ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.


საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 18,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 34,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 6,4%).


ექსპორტირებულია 421 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,1 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% შეადგინა.


ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 202,4 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.