გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 223 ფაქტი გამოვლინდა

6-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 36 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 22, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 16, აჭარაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 4, გურიაში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 500 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 47 ფაქტი; ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.