გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე ISFED -ის ანგარიშზე: უხერხულია არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის გაკრიტიკება იმათი მხრიდან, ვინც თავად გამოაქვეყნა გაყალბებული მონაცემები

6-08-2021

„უხერხულია არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის გაკრიტიკება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავად გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნეს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.


მისი თქმით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა იკადრა და გააყალბა მონაცემები, რაც რადიკალური ოპოზიციის და მათი დესტრუქციული ნაწილის ინტერესებში იყო.


„ეს მოხდა პირველად ისტორიაში, ზოგიერთმა მათმა წარმომადგენელმა იკადრა და გააყალბა მონაცემები, რაც მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის და მათი დესტრუქციული ნაწილის ინტერესებში იყო. ამ გაყალბების ფონზე კრიტიკა, როგორც მინიმუმ, უხერხულია მათი მხრიდან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.