გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

6-08-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი მოადგილე გიორგი სიორიძე წარუდგინა.


შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ყურადღება მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებზე გაამახვილა. შეხვედრის მონაწილეებმა პანდემიის პირობებში 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლადსაარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს.


“ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ დაკვირვებას, მიგნებებს, რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესში, ამომრჩევლების უფლებების და ამ პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენი ხედვაა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ისინი იყვნენ ჩართული ყველა იმ პროცესში, სადაც მათი მოსაზრებები და კომპეტენციები იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ ამ პროცესების დაგეგმვა, განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღება. ეს 2 ოქტომბერს ყველა ამომრჩეველს თავისუფალ და მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.


„მესამე სექტორი ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე წარვმდგარიყავი ცესკოს თავმჯდომარის „ოპოზიციონერი“ მოადგილის ამპლუაში, რომელიც საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ნოვაციაა. საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში ამ ახლადგაჩენილი პოზიციის მიმართ, ამიტომაც გაორმაგებული პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, ვიყო ამ თანამდებობაზე პირველად არჩეული პირი, რადგანაც ის, თუ როგორ წარვმართავ ჩემს საქმიანობას, სამომავლოდ, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამ ფიგურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის შინაარსობრივ განვითარებას პრაქტიკაში. შესაბამისად, პრიორიტეტული მნიშვნელობისაა მოვახერხო ბალანსის დაჭერა, ერთი მხრივ, „ოპოზიციონერი მოადგილის“ სტატუსის პოლიტიკურ ასპექტსა და მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრატორის ნეიტრალურობის ვალდებულებას შორის. ადრეც, ჩემი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა და უკეთესი საარჩევნო გარემო. ახალ ამპლუაშიც, ჩემი ძალისხმევა აქეთკენ იქნება მიმართული. ამ საქმეში კი, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას აქვს უდიდესი ფასი“-განაცხადა გიორგი სიორიძემ.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


„ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა იმ კუთხით, რამდენადაც მნიშვნელოვანია პროცესების გამჭვირვალობა და ამ გამჭვირვალობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა და მეტი ინფორმაციის მიწოდება იმ პროცესებზე, რაც შეიძლება მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო მენეჯმენტის განხორციელებისა და არჩევნების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრა იყო და ამ პროცესში 2021 წლის არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია რომ ასეთი მჭიდრო შეხვედრები, თანამშრომლობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა გაგრძელდეს“,-განაცხადა ტალიურმა.