გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. „Fitch"-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა

7-08-2021

„ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. „Fitch"-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვლმა სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას.


მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა.


„მნიშვნელოვანია, რომ ამით ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. „Fitch"-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი 7.8 პროცენტი, რომელიც აღემატება საბაზისო სცენარში ჩვენ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა 2 საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.