გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ჩიხლაძე: "ენმ"-ისა და "ევროპული საქართველოს" მიზანი ცესკოს, არა როგორც ინსტიტუციის გაძლიერება, არამედ მისი იმიჯის შელახვაა

7-08-2021

"ენმ"-ისა და "ევროპული საქართველოს" მიზანს არა ცესკოს, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება და წინსვლა, არამედ მისი იმიჯის შელახვა წარმოადგენს.- აცხადებს ექსპერტი საარჩევნო საკითხებში დავით ჩიხლაძე. მისი თქმით,ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ ყველასთვის მისაღები გასაუბრების იდეა, რომელსაც წლების წინ თვითონ ითხოვდნენ, მხარდაჭერის გარეშე დატოვეს.


"დღეს ცესკოს წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება გამართეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება გასაუბრების შესახებ, კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით და ფართო კონსენსუსით იქნა მიღებული. კომისიის წევრებმა შეიმუშავეს ძირითადი კითხვები, რომელთა საშუალებითაც კანდიდატთა შეფასება მოხდება. ხაზი გავუსვი ცესკოს წევრთა ფართო ჩართულობას და აუცილებლად უნდა ვახსენო ცესკოს ორი "მარგალიტი", "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რომელთა როლი კომისიის მუშაობაში ნომინალურია. ისინი მკაცრად მიყვებიან პარტიულ დირექტივას და არც ერთ ინიციატივას მხარს არ უჭერენ. ახლაც ასე იყო, ყველასთვის მისაღები გასაუბრების იდეა, რომელსაც წლების წინ თვითონ ითხოვდნენ, მხარდაჭერის გარეშე დატოვეს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მათ მიზანს არა ცესკოს როგორც ინსტიტუციის გაძლიერება და წინსვლა, არამედ მისი იმიჯის შელახვა წარმოადგენს. მათ მხოლოდ ყვირილი და პროვოკაციების მოწყობა იციან, შემდეგ კი როგორც წესი, პროცესებისგან დისტანცირება და საკუთარი იდეების უარყოფას ახდენენ. ისინი გაურბიან პასუხიმგებლობას და სიახლეებს. საინტერესოა ვიცოდეთ მათი პოზიცია, რატომ არიან კომისიაში, მხოლოდ პროვოკაციებისთვის თუ საქმისთვის? პროვოკატორების ადგილი ქუჩაშია და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში."- განაცხადა დავით ჩიხლაძემ.


მან ასევე გასაუბრების ტექნიკურ მხარეზე ისაუბრა და განაცხადა რომ ეს საკითხი მაღალ დონოზე იყო ორგანიზებული. ცესკომ ახალმა თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კი, მარალი პროფესიონალზმი აჩვენა.


"აუცილებლად უნდა აღინიშნოს გასაუბრების ტექნიკური მხარის, მაღალ დონეზე უზრუნველყოფა. ცესკომ, რომელიც ინოვაციების დამნერგავი ორგანოა, უზრუნველყო გასაუბრების პირდაპირ ეთერში გადაცემა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცესკოს გამჭირვალობას და მნიშვნელოვნად ზრდის მის სანდოობას.


გასაუბრების ეტაპზე სრულად არის დაცული კანდიდატის უფლებები და პირადი ინფორმაცია. მათ აქვთ უფლება უარი განაცხადონ პირდაპირ ეთერში გასაუბრებაზე, ასეთ შემთხვევაში გასაუბრება ჩვეულ რეჟიმში, ვიდეო გადაღების გარეშე გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ, რომ ოლქში ადამიანების დანიშვნა არა პროფესიონალიზმის, არამედ ნაცნობობით ხდება. დღევანდელმა დღემ ოპოზიციის მორიგი ბრალდება გააქარწყლა და პირველ რიგში, თვითონ ოპოზიციამ და საზოგადოებამ დაინახა რომ კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც იცნობს როგორც საარჩევნო, ასევე ზოგადად საქართველოს კანონმდებლობას. ისინი ხელმძღვანელობენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად და მათი დანიშვნა ოლქის მუშაობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.


მიმდინარე პროცესებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცესკოს ახალი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პოზიტიური როლი, რომელმაც ახალ პოზიციაზე მუშაობის მცირე პერიოდისა, საზოგადოებას საკუთარი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პიროვნული თვისებები აჩვენა"- განაცხადა დავით ჩიხლაძემ.