გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნუგზარ გრძელიშვილი: ISFED-ის და TI-ის მიერ ცესკოს საკონსულტაციო სხდომის დატოვება ამპარტავნებისა და მიკერძოების ნიმუშია

9-08-2021

„პერმანენტულ დესტრუქციულ რეჟიმში ყოფნა“ – ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ნუგზარ გრძელიშვილი ცესკოს საკონსულტაციო საბჭოს დატოვებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

მისი თქმით, მათი მიზანი საარჩევნო პროცესებისადმი უნდობლობის დანერგვაა
„გუშინ კიდევ ორი დემარში ვიხილეთ ნაცმოძრაობის და მასთან აფილირებული ძალების მხრიდან. ცესკოს საბჭოს სხდომა დატოვეს „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპელმა საქართველომ“, ცესკოს საკონსულტაციო საბჭო კი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”. ამით, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მჭიდრო კავშირი პრონაცურ ოპოზიციასთან.

ცესკოს საბჭოს დატოვების საბაბი გახდა უნდობლობის გამოცხადება საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე პროცესის მიმართ. აღსანიშნავია, რომ კანდიდატებთან გასაუბრების და მათი არჩევის პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა, რითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის მოთხოვნა პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ. სწორედ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფონზე, ნაცები და ევსაქები უბრალოდ ადგნენ და გავიდნენ ცესკოს სხდომიდან.


რა არის ეს, თუ არა პერმანენტულ დესტრუქციულ რეჟიმში ყოფნა და საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობის შეტანის კიდევ ერთი მცდელობა?“- განაცხადა ნუგზარ გრძელიშილმა.ექსპერტი ამ ნაბიჯს, უპასუხისმგებლოს და ოდიოზურს უწოდებს.


„კიდევ უფრო ოდიოზურად მიმაჩნია „საერთაშორისო ამჭვირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

ისინი განაწყენდნენ იმის გამო, რომ ცესკომ საკონსულტაციო საბჭოში მიიწვია ბოლო სამ არჩევნებში დამკვირებლის სტატუსის მქონე ყველა ორგანიზაცია.

ამპარტავნებისა და მიკერძოების ნიმუშია „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ერთობლივი განცხადება, რომლის ერთ ფრაგმენტს უცვლელად მოგიყვანთ –


“15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, კარგი რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს”. ამას აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც შემჩნეულია ე.წ. პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში, რამაც დესტრუქციულ ოპოზიციას მისცა იმის საბაბი, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები “გაყალბებულად” გამოეცხადებინა და ქვეყანა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმში შეეყვანა.

ამ განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციები საკუთარ თავს სხვებზე აღმატებულად და მიუკერძოებლად წარმოაჩენენ. სინამდვილეში კი, თავს არიდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მთავარ ფუნქციას – არჩევნებზე დაკვირვებას. ამას კი, ჩემი შეფასებით, მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – ცესკოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა.“- დასძინა გრძელიშვილმა.