12-04-2018
ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.
ცინცაძის თქმით, ახალგაზრდა მსაჯი თვითმკვლელობამდე სწორედ ლანჩხუთის მერის ქმედებამ მიიყვანა.
"ბრალდება ძალიან სერიოზულია და ნამდვილი, კერძოდ, ილო ტუღუში (მსაჯი რომელიც მალტთაყვის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს), ინცინდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ლანჩხუთის მერმა, ალეკო სარიშვილმა წაიყვანა ბათუმში, შეახვედრა გიორგი იმნაიშვილს და კიდევ ერთ მის მეგობარს, მოგეხსენებათ რომ, არაერთი მსაჯი იქნა დაკავებული და მხილებული თამაშების ყიდვა-გაყიდვაში, არასწორ მსაჯობაში, იგივე უნდა მომხდარიყო ლანჩხუთის "გურიასა" და თელავის "კახეთის" მატჩის დროს, მოგეხსენებათ ლანჩხუთის "გურია" იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და ვარდებოდა. ამას ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრე სარიშვილმა და იმიტომ შევიდა გამოძიება ჩიხში, ალექსანდრე სარიშვილი იყო ერთი თვის არჩეული და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისთვის მოეთხოვათ პასუხი. რადგან ახალარჩეული მერი იყო. მან მიაცემინა თანხა იმნაიშვილს ტუღუშისათვის, ეს უწესიერესი ბიჭი დააყენა ამ გზაზე, რათა ამას ეს თანხა გადაეცა მსაჯებისათვის, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ "გურიას". ეს მისია შეასრულა მსაჯმა, როგორც ერთი ჩოჩხათელი აცხადებს, მან პენალტიც დადო, ხალხი დაყავდათ დაკითხვებზე და შეჩერდა ეს საქმე. რაც შეეხება მტკიცებულებას, პირადად ვესაუბრე გიორგი იმნაიშვილს. მსაჯების მოსასყიდი თანხა იმნაისვილმა ასესხა ალექსანდრე სარიშვილს. პირველი დანაშაქული ალექსანდრე სარიშვილის ის არის, რომ მან წაიყვანა თანასოფლელი, უპატიოსნესი ბიჭი და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. მსაჯები უნდა მოესყიდა ჩინოვნიკს. ვერ გათვალა... მე არა ვარ განაწყენებული, მე თანამდებობაც მაქვს და სოლიდური ხელფასიც, მე თქვენ გითხარით, რომ ჩემთვის ფინანსები არაფერს არ წარმოადგენს, მთავარია სიმართლე. ჩემი მოთხოვნაა, მივმართავ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ საკითხს მიუდგნენ და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. სარისვილი კი არა ნებისმიერი ჩინოვნიკი ვინც კანონს დაარღვევს უნდა იყოს დასჯილი" - განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
„ნიუპოსტის“ კორესპოდენტსი ცნობით, ცინცაძის ხმაურიან განცხადებას ხმაური და დაპირისპირება ბრიფინგზევე მოჰყვა.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ნუგზარ ცირეკიძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
"არ გვჯერა ეს სისულელეები, ეს სასამართლოს, პროკურატურის და გამოძიების საქმეა, ასე ბრალდებები არ შეიძლება"- უთხრა მოგვიანებით ჟურნალისტებს დეპუტატმა ემზარ თევდორაძემ.
ლანჩხუთის"გურიას" ერთერთი, ყოფილი ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ ცირეკიძის მიერ დასახელებული გარემოებები მისთვის უცნობია.
"ჩემი პოზიცია, მსაჯის გარდაცვალების მეორე დღესვე გამოვაქვეყნე ჩემს პირად ფეისბუკ გვერდზე, ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. რაც ახლა ამ კაცმა, ნუგზარ ცინცაძემ თქვა, ეს ჩემთვის ახალია, ამაზე არაფერი არ ვიცოდი, თქვა კაცმა, რომ გამოძიებას მივცემ ჩვენებასო, რაც შეეხება თამაშის გაყიდვას, ახლა ისეთ რამეს კითხულობთ რაც საყოველთაოდ არის ცნობილი, ამაზე მეტს მე ვერ გიპასუხებთ, რაც შეეხება ჩემი ტუღუშის ოჯახში ყოფნას, მე მთხოვა კაცმა სახლი მიმასწავლეო და მივასწავლე, კაცმა ფული ასესხა და ითხოვდა უკან ეს იყო და ეს"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ ჩხაიძემ, რომელიც დღეისათვის უმუშევარია, თუმცა ინცინდენტის დროს ლანჩხუთის "გურიას" ერთერთი ხელმძღვანელი იყო.
სკანდალურ ბრალდებებს უპასუხა ლანჩხუთის მერმაც:
"ილოს ოჯახის წევრი ვარ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე "ცანცუიზმი" კი ლანჩხუთში სამუდამოდ დასრულდება"- თქვა ალექსანდრე სარიშვილმა ნუგზარ ცინცაძის ბრალდებების საპასუხოდ.
"პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ისეთი ადამიანის ბრალდებებზე პასუხის გაცემა, როგორიც ნუგზარ ცინცაძეა ჩემთვის სირცხვილიც კია, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ყველას და გიპასუხებთ, რომ ამ ადამიანის საქციელი არის სასოწარკვეთილებაში და აგონიაში მყოფი ადამიანის საქციელი, ეს ადამიანი 2014-17 წლებში მუშაობდა ა(ა) იპ "ტექსერვისის" დირექტორის მოადგილედ, შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ, ამ დროს, ადგილი ჰქონდა სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს. შესაბამისად ჩემს მიერ მოხდა ამ დასკვნის პროკურატურაში გადაგზავნა. ამის შემდეგ ბატონი ნუგზარ ცინცაძე ცდილობს ჩვენს დაშანტაჯებას, ის რაც დღე4ს მოხდა, რა განცხადებებიც მან გააკეთა, ცდილობს ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული მისცეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვა. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს, მსაჯის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ველოდებით გამოძიების შედეგებს "ტექსერვისში" არსებულ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. რომელიც გამოაჩენს ნუგზარ ცინცაძის ნამდვილ სახეს. მე როდესაც ვიყავი მერობის კანდიდატი და დავდიოდი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ვპირდებოდი მათ, რომ "ცანცუიზმი" ერთხელ და სამუდამოდ დამტავრდებოდა ამ რაიონში და მე ამ პირობას შევასრულებ. როგორ შეიძლება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა პროკურატურის გამოძიება შერაჩეროს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც კი სირცხვილია. ილო ტუღუში იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, მე მისი ოჯახის წევრი ვარ დღესაც და ასე იქნება ჩემი სიცოცხლის განმავლობაში."-განაცხადა სარიშვილმა.
ცინცაძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა ლანჩხუთის საკრებულოსდეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავაც:
"როცა ეს საშინელი ფაქტი მოხდა, მე მოვუწოდე შსს-ს დაპროკურატურას, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ობიექტურადგამოეძიებინათ ეს საქმე, ვინაიდან მასზე მაღალი საზოგადოებრივიინტერესი იყო."-ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ინფორმაცია მაინცარსებობდეს ამ საქმესთან დაკავშირებით, თითქმის ნახევარიწელიწადი გავიდა და არც ოჯახს და არც საზოგადოებას არანაირიინფორმაცია არა აქვთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კიდევ უფროუარსეია, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური მითქმა მოთქმისა დაინსინუაციების საგანი ხდება. რაც შეეხება დღევანდელპრესკონფერენციას, ეს არის "ქართულ ოცნებაში" მიმდინარედაპირისპირების გამოძახილი, რაც მიმდინარეობს თბილისში დააისახება რეგიონებზეც. აქ გასაკვირი არაფერია, უბრალოდ დასანანია, რომ ეს ტრაგედია, ვიმეორებ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ხდება."-თქვა ასკურავამ.
„ნიუპოსტის“ კორესპოდენტმა გარდაცვლილი მსაჯის, ილო ტუღუშის დედასტან ინტევიუს ჩაწერაც მოახერხა.
„მინდოდა დღეს იქ წამოვსულიყავი მაგრამ ვერ შევძელი, პირადად მინდა "ყორყი" გამოვუღო იმ ნუგზარ ჩხაიძეს. მაგ უსინდისომ როგორ გაბედა და მეორე უსინდისოს როგორ დაუდგა გვერდში. ალეკო სარიშვილი ჩემი შვილია იგივე, ნუგზარ ჩხაიძემ არ იცის, რომ ჩემი შვილი მისი ხელითაა მკვდარი? ჩემს ოჯახში მოვიდა ნუგზარ ჩხაიძე, იმ ბათუმელთან ერთად, იმნაიშვილთან და ბახტაძესთან. იმნაიშვილმა თქვა მე მივდივარ მოსკოვში და ვტოვებ ისეთ ხალხს რომლებიც მოუვლიან შენს შვილსო, მოუარენ. ხომ ხედავთ. მაგრამ კანონი არაა დღეს. მუქარისათვის მარტო რომ დაისაჯოს ის კანონი არაა. ვითხოვთ რომ დასრულდეს გამოძიება მაგრამ ფულიანი ხალხია გარეული, ჩვენ იმდენი ფული არა გვაქვს რომ სამართალს მივაღწიოთ"- თქვა გარდაცვლილის დედამ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები საფეხბურთო მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი ფოთთან ახლოს, მალთაყვის ტყეში ნახეს.
,,ნიუპოსტი”