გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენი მედიაციით ჩვენს ძმებთან აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერი

9-08-2021

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართლება უნდა იყოს წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა; ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სამ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა წარმატებულ მედიაციაზე, რომლის მეშვეობითაც სომეხი სამხედროები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

„ბოლო დროს ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენი მედიაციით მივაღწიეთ ჩვენს ძმებთან აზერბაიჯანელებთან და ჩვენს ძმებთან, სომხებთან ერთად შეთანხმებას, რომლითაც გახდა შესაძლებელი სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის - რუკების გადაცემა, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ეს არის წარმატებული პრეცედენტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით - სამმა მეზობელმა ქვეყანამ. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ საქართველო გახდეს რეალურად ერთ-ერთი ინიციატორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის და შემდგომში განვითარების მყარი საფუძველი. ის პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.