გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

10-08-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4719 ერთეული კოლოფი „MAC“-ის, „MANCHESTER“-ის, „2005“-ის, „OSCAR“-ის და „MARLBORO“-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 763 ლარს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.