გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

10-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია სოფელ სარტყელას მიმდებარე ტყის მასივში, სადაც მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ჰქონდა განთავსებული.


არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 5,2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.