გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში ორი არასრულწლოვანი შეიჭრა

12-04-2018

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდში ორი არასრულწლოვანი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ფეხის დარტყმით დააზიანა ლომბარდის შიდა კედელი და თანამშრომელისგან გარეთ გასვლას მოითხოვდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გუშინწინ მოხდა, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. თავდაპირველად გამოძიება ნივთის დაზიანებისა და განადგურების - 187-ე მუხლით დაიწყო, მოწმეების გამოკითხვისა და დაკითხვის შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა. სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლითაა აღიძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"