შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს და დროულად გადავუჭრით ყველა საკითხს, რომელიც ცენტრალური მთავრობის ჩართულობას საჭიროებს

10-08-2021

ჩვენ უნდა გავითავისოთ მოსახლეობის თითოეული გასაჭირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერებმა უნდა შეძლონ და შევიდნენ ყველა სოფელში, ყველა უბანში.

„ჩვენ მაინც ჯერ კიდევ ახალბედა დემოკრატია ვართ, ახალგაზრდა სახელმწიფო მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა გავითავისოთ მოსახლეობის თითოეული გასაჭირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერმაც, მაჟორიტარებმა, ყველამ, საკრებულოს წევრებმა გავითავისოთ ჩვენი მოსახლეობის, თითოეული უბნის, სოფლის გასაჭირი, მივიდეთ ადგილზე, ჩავიდეთ, მოსახლეობას ვესაუბროთ, ოპერატიულად და დროულად გადავუწყვიტოთ პრობლემები. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, ჩვენ, ცენტრალური მთავრობა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დროულად გადავუჭრით ყველა საკითხს, რომელიც საჭიროებს ცენტრალური მთავრობის ჩართულობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. თუ ერთად ვიქნებით და ერთად ვიზრუნებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.