გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დღის წესრიგი, რომ მოსახლეობაზე ვიზრუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ მათთვის

10-08-2021

ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს, როგორც იტყვიან, ქვეყნის საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიზრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„ხალხი დაიღალა ამდენი დაუსრულებელი კინკლაობით და ერთმანეთის ლანძღვით. შევხედოთ, ჩვენი ოპონენტები რას გვიპირისპირებენ, მეგობრებო - არაფერს, გარდა პირადი შეურაცხყოფებისა - ვერც ამაში გვაჯობებენ, თუ მაინცდამაინც მოინდომებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ეს არ არის, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს და არის მოსახლეობაზე ზრუნვა, ქვეყნის გაძლიერება. ამიტომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა და სახელი დაერქმევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დღის წესრიგი, რომ მოსახლეობაზე ვიზრუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ მათთვის.


ჩვენ ბევრი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი შეცდომაც დავუშვით ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაწყებული 90-იანი წლებიდან, მოყოლებული დღემდე. აგვისტოს ომიც რა იყო, თუ არა შეცდომა და ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ შენს ქვეყანას, შენს ხალხს, მერე გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა და მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის კატასტროფა, ტრაგედია, ჩვენი ტრაგედია და სირცხვილია, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია.


ერთის მხრივ, უნდა გვახსოვდეს წარსული, მაგრამ უნდა ვიყურებოდეთ მომავლისკენ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.