გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

3 წელიწადში ცხინვალის რეგიონიდან თბილისის კლინიკებში 2650 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება

12-04-2018

2014-2017 წწ-ში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 2650 მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამედიცინო მომსახურება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი" ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სულ ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) სამედიცინო მომსახურება, აღნიშნულ პერიოდში, 6188 პაციენტმა მიიღო.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს იყო 941 პაციენტი, 2016 წელს - 2,280; ხოლო 2017 წელს (8 ნოემბრამდე პერიოდისათვის) სამედიცინო მომსახურებით 1,447-მა პაციენტმა ისარგებლა.

მონაცემების თანახმად, ოსი პაციენტების რაოდენობა მხოლოდ 2014 წელს აჭარბებდა აფხაზი პაციენტების რაოდენობას. 2015 წელს დაფიქსირდა საპირისპირო დინამიკა, ხოლო 2017 წლისთვის აფხაზი პაციენტების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ აღემატება ოსი პაციენტების რიცხვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში, ასევე, მედიკამენტის მოთხოვნით მიმართავენ.


ძირითადი მიგნებები


-2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო.


- 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650).


- 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.


- 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.


- 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი)


- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.

ცხინვალის პოზიცია


დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მათი მოქალაქეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებულ კლინიკებში გადაჰყავთ.

ამას ადგილობრივი პრესა 2017 წლის მაისში წერდა და აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს რუსეთის კლინიკებში მკურნალობას ურჩევენ. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის დახმარებით, მოქალაქეები, სწორედ, თბილისისა და გორის საავამდყოფოებში გადაყვანას ითხოვენ.

მაგალითად, ცხინვალში მცხოვრებმა ვალერი ქელეხსაევმა გულის ოპერაცია თბილისში წარმატებით ჩაიტარა.

,,რვა წელია გული მაწუხებდა. ვმკურნალობდი ჩვენს საავადმყოფოში. გასულ წელს ვითარება დამძიმდა. სახეზე იყო მძიმე ვითარება. ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში მემკურნალა. პრაქტიკულად, 2-3 დღის დაგვიანება სავალალო შედეგით დამთავრდებოდა. გულის სარქველების 95% დალუქული იყო და სისხლი არ მიეწოდებოდა. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ძალიან გამიმართლა" - უთხრა ვალერი ქელეხსაევმა ადგილობრივ ჟურნალისტს.

მისი თქმით, თბილისში ექიმები მას ყურადღებით მოექცნენ და გამოაჯანმრთელეს.

მაგალითად, არინა ყოჩიევამ 2015 წელს ავტოავარიისას სერიოზული დაზიანებები მიიღო, განსაკუთრებით, თავის არეში.

,,ჩვენმა ექიმებმაც დიდი ყურადღება მომაქციეს. ექიმმა ჯინა გოგიჩაევამ 12 ნაკერი დამადო, მაგრამ აუცილებელი გახდა სრული დიაგნოსტიკა. ჩემმა დამ ყველანაირი საბუთები მომიმზადა და სამ დღეში წითელი ჯვრის დახმარებით საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში გადამიყვანა." - ყვება არინა ყოჩიევა, რომელსაც ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა.

ცხინვალის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელი აგუნდა ფილიევა აცხადებს, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ცხინვალში პაციენტები მაღალტექნოლოგიური, სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყონ.

,,ჩვენ ყველა შესაძლებლობებს ვიყენებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ და ამიტომ, დაუყოვნებლივ, ვგზავნით საქართველოში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკა და შესაძლებლობა, მაგალითად, 40 წუთში გადაარჩინონ პაციენტის სიცოცხლე" - ამბობს აგუნდი გოგიჩაევი.

წითელი ჯვარი, ასეთ პაციენტებს, თბილისისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში, ცხინვალის შს და ჯანდაცვის სამინისტროების ნებართვის საფუძველზე გზავნის.

shida qartli