გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მერი ცენტრალური პარკის შესასვლელში პანდუსის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

12-04-2018

უახლოეს მომავალში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქის მერის ინიციატივით, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელი კიბის გასწვრივ პანდუსი ეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გარე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება და მოეწყობა მოაჯირები.
პროექტისთვის 27 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.