გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, ეკონომიკა გავხსენით და ყველა პარამეტრით პანდემიამდელ მდგომარეობას ვუბრუნდებით

11-08-2021

უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, ეკონომიკა გავხსენით და ყველა პარამეტრით ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას, ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას. სულ ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ეხლა, ამდენს რატომ ვლაპარაკობ, დაგღალეთ, უკაცრავად, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ამ ყველაფერს, მეგობრებო, სჭირდება კარგი შენარჩუნება. ერთის მხრივ, ბალანსის დაცვა, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება საქმე, მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალიან დიდი უმრავლესობა მოქალაქეებისა არიან დასაქმებულები. ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება, ყოველთვიური შემოსავალი.


გავიხსენოთ წინა წელი, როცა გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ. არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად შეძლოს ცხოვრება?! რა თქმა უნდა, არა. გვინდა, რომ გავიმეოროთ იგივე?! მე ვფიქრობ, არა. ამიტომ, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ. სიტუაცია მშვიდად და ცივად უნდა ვმართოთ. მე მესმის ჩვენი ექიმების და მათ ვუთანაგრძნობ, მადლობას ვეუბნები მათი გმირობისთვის, ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, გვერდში დავუდგეთ, შეძლებისდაგვარად, აი იმ ზღვარზე როგორც ვართ ახლა, უნდა ვმართოთ სიტუაცია",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.