გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადმოეცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში ინახებოდა

11-08-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, წილკნის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიაში,უზბეკეთის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს,შუხრატ აბდულაზიზოვს და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებსმეაბრეშუმეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები და არსებული პროექტები გააცნო.


უზბეკეთის მხარემ საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადასცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში, თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშთა მსოფლიო კოლექციაში ინახებოდა.ერთობლივი სამეცნიერო-კვლევების წარმოების მიზნით,ქართულ მხარეს,დამატებით, თუთის აბრეშუმხვევიას ოთხი საკოლექციო და ოთხი უზბეკური ჯიში გადაეცა.


„თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება ქართული მეაბრეშუმეობის აღორძინების ერთ-ერთი წინაპირობაა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის მოძიება-დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ-უზბეკური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგის აღორძინებასა და მის შემდგომ განვითარებას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.


მხარეებს შორის გაფორმდათანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მეაბრეშუმეობის სექტორის გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.