გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: კვლევამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს

11-08-2021

„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„უპირველეს ყოვლისა, მინდა დღევანდელ დღეს პატივი მივაგოთ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში გმირულად დაღუპულ საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ჯარისკაცს. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ჩვენი გმირები და ამ ომს ჩვენ საბოლოო ჯამში მოვიგებთ.


გუშინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები და ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს.


ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგებზე, მნიშვნელოვან გავლენას პერსონალური ფაქტორებიც ახდენს. სწორედ ამიტომ, გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის ნათელი მაგალითია წინა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2017 წელს ჩატარდა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" შედეგი იყო 48%, ხოლო ერთი წლის თავზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შედეგი გაიზარდა 56%-მდე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ასეთივე ზრდა იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ გვყავს და გვეყოლება ღირსეული კანდიდატები წარმოდგენილი ყველა არჩევით თანამდებობაზე და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე“ - განაცხადა პაპუაშვილმა.