გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს, მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე

11-08-2021

ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, "ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე.


„თვითმმართველობის არჩევნები იქნება ძალიან კარგი ტესტი, თუ როგორი ნდობა გვაქვს ხალხისგან. ეს იქნება ძალიან კარგი ტესტი და გამოცდა ჩვენი მერებისთვის. მე დავავალე თითოეულ მერს, მაქსიმალურად დაიხარჯონ ჩვენი მოსახლეობისთვის. ზოგიერთ არჩეულ მერს, აღარ მინდა გვარები და სახელები ჩამოვთვალო - არჩევის შემდეგ უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფრის უფროსები არიან, ამ დროს ავიწყდებათ მთავარი, რომ ისინი ხალხის დანიშნულები, მათი არჩეულები არიან. მაშასადამე, ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს. ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი, როცა მოსახლეობასთან ვლაპარაკობთ და ზემოდან არ უნდა ვუყუროთ მათ, როცა მოსახლეობასთან გავდივართ სოფლებში, უბნებში, ქალაქებში. ჩვენ ვართ ხალხის მსახურები და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ ყველანი. როცა ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პრობლემის გადაწყვეტა, მერი იქნება ეს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თუ რწმუნებული, ადგილზე ოპერატიულად უნდა გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა. ეს არის ჩვენი პირველადი მოვალეობა და ვალდებულება.


მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, მმართველებს ყველას. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა, ამაზე პირველ რიგშია პასუხისმგებელი", - განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.