გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: სატვირთო გადაზიდვები, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, აქტიურად ვითარდება

12-08-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, სატვირთო გადაზიდვებია - პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა.


ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე.


„განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან აქტიურად ამოქმედდა. ასევე ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება გადაზიდვები ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კონტეინერული ტვირთები, რომელიც მიემართება ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ ე.წ. შუა დერეფნის გავლით, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი საქართველოა. უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი ნამდვილად შედგა და თუ ზრდის ტემპებს შევხედავთ, ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი კონტეინერით გადაზიდული ტვირთების პრაქტიკულად გასამმაგება ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 11.0 მილიონი ტონა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია (9.8 მილიონი ტონა). აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების რაოდენობის მხრივ, რომლის მაჩვენებელმაც 8.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთების რაოდენობაზე 23.4%-ით მეტია (7.1 ათასი ტონა).