გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში N2 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

12-08-2021

ბათუმის N2 საჯარო სკოლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სრული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.


მიმდინარე წელს განხორციელდება შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია.


პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) ფასადის ფერებისა და გამოყენებული მასალის სახეობის დასადგენად. შესწავლილი იქნა არქიტექტურული ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა, მოძიებული იქნა საარქივო მასალები შენობის თავდაპირველი იერსახის დასადგენად.


პროექტი შეთანხმებულია სსიპ - კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს მიერ.


პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 483 400 ლარია. ამ დროისთვის დასრულების სტადიაშია სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაწყებულია ფასადის რეაბილიტაცია. მომდევნო წელს სრული რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება.