გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ხანიშვილმა და ადა ბასეტმა სამინისტროსთვის „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის“ მართვაზე პასუხისმგებლობის გადაცემისა და უზრუნველყოფის გეგმას ხელი ოფიციალურად მოაწერეს

14-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ადა ბასეტმა სამინისტროსთვის „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის“ (დზეის) მართვაზე პასუხისმგებლობის გადაცემისა და უზრუნველყოფის გეგმას ხელი ოფიციალურად მოაწერეს.
„დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა“ (დზეის) წარმოადგენს დაავადებათა შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას და ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის.


ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში, „დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის“ დანერგვა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 2004 წლიდან დაიწყო. სისტემა ეტაპობრივად დაინერგა საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონულ ლაბორატორიაში და ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაში ჩართულ ორგანიზაციებში.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე მარგო შილდს, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში ქვეყნისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის დამსახურებით, ქვეყანაში ბიოუსაფრთხოების განვითარებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.


მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კოვიდის დიაგნოსტირებისთვის და თავდაცვისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვის მნიშვნელობის საკითხი.


„ჩვენთვის გამორჩეულად დასაფასებელია თქვენი მხარდაჭერა, რისთვისაც გიხდით გულწრფელ მადლობას. შეძენილი ცოდნით და გამოცდილებით, ჩვენ სათანადოდ შევძლებთ დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის მართვის პასუხისმგებლობის გადმობარებას. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ, რადგან ხელმოწერილი დოკუმენტი აღნიშნავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების განვითარების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების პროგრესს. თანამშრომლობაში აღნიშნული მიღწევა ცხადყოფს საქართველოს, როგორც ჩვენთვის საიმედო პარტნიორის მნიშვნელობის საკითხს“, - განაცხადა მარგო შილდსმა.