გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთში 70, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს

14-08-2021

ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.


კახეთის რეგიონში რეგისტრაცია მიმდინარეობს თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სულ 70 ლოკაციაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროცესი მომავალ კვირიდან დაიწყება.


მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა.


კახეთის რეგიონში, ჯამში, უკვე დარეგისტრირებულია 24 ათასამდე მევენახე-ფერმერი, აქედან 9 ათასამდე მიმდინარე წელს. რაჭა ლეჩხუმის რეგიონში რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი მევენახე ფერმერი.


ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.