გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

14-08-2021

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.


ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიმართულებით.


მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის" გამოყოფა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა უფრო აქტიურად წარმართულიყო ვაქცინაციის პროცესი.


გარდა ამისა, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.


შეხვედრაზე მიმოიხილეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები.

დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.