გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსები დასრულდა

14-08-2021

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) პროგრამის ფარგლებში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ ზაფხულის შუალედურ და საბაზისო კურსებს უმასპინძლა. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები სამთო-ტექნიკურ მომზადებას, სამთო აღჭურვილობის შერჩევისა და მოხმარების წესებს, მთიან რელიეფზე გადაადგილებისას საჭირო უსაფრთხოების წესებს, ასევე სამთო გადაადგილებისას დაშავებულის გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობდნენ.


სამთო მომზადების დასასრულს კურსების გამოშვების ოფიციალური ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცა. მსმენელებს კურსების სერტიფიკატები, მათ შორის წარმატებულებს კი, სამკერდე ნიშანები და ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.


ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქართველი, უკრაინელი და ჩეხი 17 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ზაფხულის საბაზისო კურსს კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 37 იუნკერი სამი კვირის განმავლობაში გადიოდა.