გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური სტუმრობდა

14-08-2021

საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოში პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა.


ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.


სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.