შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლებში, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი გვაქვს, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად

14-08-2021

მხოლოდ 8 წლის განმავლობაში, კახეთის მიმართულებით, ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, გაშენდა 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი და დაახლოებით, 13 000 ჰექტარი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვან კულტურებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამებით, დაახლოებით, 50 000 ბენეფიციარი, ფერმერი სარგებლობს.


„1 700 სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1 000-ზე მეტი წარმოება გაფართოვდა ამ პროგრამების შედეგად.


მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ჯამში, ეს გამოიწვევს, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა, დაახლოებით, 20 000 სამუშაო ადგილი, ბოლო 5 წელიწადში და ინვესტირებული იყო, დაახლოებით, მილიარდი ლარი. ეს არის რეალური ფაქტები, რომელიც მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.