გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით, განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

14-08-2021

პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მოაწერეს.


მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი მოსახლეობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათთვის პროფესიული განათლების სერვისების შეთავაზებასა დამაქსიმალურ ჩართვას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული პირებისთვის დასაქმების/თვითდასაქმებისშესაძლებლობების შექმნის მიზნით, ხელი შეეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისშემუშავებასა და დანერგვას, საერთაშორისო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას.


ხელმოწერილი მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა პროფესიული დარგის (ხის გადამუშავება, ტყის მართვა, თიხაზე მუშაობა დასხვ.) განვითარების მიზნით, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებასა და ამ კუთხით არსებულიორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართვას ახალი პროფესიულიპროგრამების განვითარებისა და დანერგვის პროცესებში.