გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გეგმით, 2024 წელს, ყველა ქალაქში 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა იქნება აწყობილი

14-08-2021

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ, საკმაოდ დიდი პროგრესი მოიტანა ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არის მოსაგვარებელი და ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ რეალური პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მთავრობის მიერ შემუშავებულ გრძელვადიან ხედვაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძვირფასო მეგობრებო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, აქ მობრძანებისთვის. მე მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი საერთო, დიდი ოჯახისადმი. „ქართულმა ოცნებამ" ბოლო 7 არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 7 არჩევნებში ჩვენი ღირსეული გამარჯვება. ამისთვის მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენს ხალხს.


ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ, საკმაოდ დიდი პროგრესი მოიტანა ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არის მოსაგვარებელი და ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ რეალური პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში.


მთავარი გამოწვევები ყველასთვის ცნობილია, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ. უამრავი პრობლემა არის დღეს კიდევ მოსაგვარებელი. ამ მიზნით, ჩვენ და ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი, მასშტაბური ხედვა, ჩვენი ქვეყნის განვითარების, ყველა სექტორის მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ თითოეული სექტორი, მიმართულება და სფერო", - განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი.
„წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი თანხების ინვესტირება მოვახდინეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. არაერთი მილიარდი დაიხარჯა და კონკრეტულად რეგიონში, ვინაიდან ვიმყოფებით კახეთში, მინდა ვთქვა, რომ კახეთში, რეალურად, ძალიან დიდი დოვლათი შეიქმნა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნება ეს მევენახეობის, მებაღეობის, მეცხოველეობის განვითარება. ათასობით და ათიათასობით, ვგულისხმობ ქვეყნის მასშტაბით, ფერმერმა, ბენეფიციარმა, მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამებით, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", შეღავათიანი აგროსესხის პროექტი, დანერგე მომავალი და ა.შ.


მე ვიცი, რომ ახმეტაში, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება გზების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების პრობლემა. ჩვენი დაპირებით და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი. 3 000 სოფელი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ხარისხიანი წყალმომარაგებით. პრობლემები არის გზების, გაზმომარაგების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო. მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ რეალობისთვის, შედარებისთვის, მინდა ჩვენს მოსახლეობას ეს ანგარიში ჩავაბარო. ამას გარდა, დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დაიგო ახალი გზები, ისეთ სოფლებში, რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც პრაქტიკულად, გზა საერთოდ არ ყოფილა მანამდე. ჯამში, 7 000 კმ. გზების რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახერხეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა - არა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ბევრი სკოლის რეაბილიტაცია და აშენება მოხდა, ახალი საბავშვო ბაღების, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანი ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტში.


ახლა ჩვენ ვიწყებთ, მაგალითად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის, თუნდაც, ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ცენტრების მოწყობას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ უნდა შევიტანოთ ევროპული ხელწერა, ევროპული სულისკვეთება, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა ვაქციოთ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი, უნდა შევქმნათ ახალი რეკრეაციული სივრცეები, ახალი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრები უნდა შევქმნათ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ახმეტას ამის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მთავრობა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა და დახმარება წამოვიდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.