გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ უტიაშვილი: ერთად შევძლებთ გურჯაანი გადავაქციოთ წარმატებულ, ლამაზ ევროპულ ქალაქად

14-08-2021

გურჯაანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციედა. ჩამონათვალი იმდენად დიდია, ძალიან შორს წაგვიყვანს ყველაფრის დასახელება. ვისურვებდი, ჩემი მერობის პერიოდში, ყოფილიყოს გაცილებით უფრო დიდი სია იმ გამოწვევების დაძლევის, რომელსაც ჩვენ ერთად, მუნიციპალიტეტი და მთავრობა შევძლებთ. ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, დაგროვილ რესურსს გურჯაანის წისვლას და წარმატებას მოვახმარ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა ზურაბ უტიაშვილმა წარდგენაზე.


„კახეთის გულში, ამ ტრადიციებით, კულტურით, განათლებით განთქმულ მხარეში, კარგად იციან სიტყვის და საქმის ფასი. სწორედ ამიტომ, მე ამაყი ვარ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩემი კანდიდატურა წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ის სიკეთე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეგიონებმა და განსაკუთრებით კახეთმა მიიღო. გურჯაანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციედა, ეს ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ყველაფრის დასახელება, მაგრამ მე ვისურვებდი, ჩემი მერობის პერიოდში, ყოფილიყოს გაცილებით უფრო დიდი სია, იმ გამოწვევების დაძლევის, რომელსაც ჩვენ ერთად მუნიციპალიტეტი და მთავრობა შევძლებთ. თითოეული გურჯაანელის გვერდით დავდგებით, მათ გაჭირვებას გავიზიარებთ და გვეცოდინება მათი გულისთქმა. ვიქნები მათი მერი და გპირდებით, ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, დაგროვილ რესურსს მოვახმარ გურჯაანის წისვლას და წარმატებას. იმ გუნდთან ერთად, რომელსაც წარმოგიდგენთ, ვაპირებთ უამრავი პროექტის განხორციელებას. გვინდა სრული მხარდაჭერა, რომ გუნდი იყოს ერთიანი და შეძლოს გურჯაანის წინაშე დასახული ყველა გამოწვევის დაძლევა. ჩემი კარი თითოეული გურჯაანელისთვის ღია იქნება ნებისმიერ დროს, 24 საათიან რეჟიმში. მჯერა, ჩვენ არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ გურჯაანი გადავაქციოთ წარმატებულ, პატარა, ლამაზ ევროპულ ქალაქად.


მინდა წარმოგიდგინოთ გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გუნდი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა კანდიდატებად : ვანო ბერიძიშვილი, არჩილ ხანდამაშვილი, ნაირა სეხნიაშვილი, რამაზ უტიაშვილი ,ლევან ხაზიური, ზაქარია შოშიაშვილი, ვანო ბურდიაშვილი, ვლადიმერ მუსალბიშვილი,თეიმურაზ ქევხიშვილი, ლერი ჩხეტიანი, ალექსანდრე ბასილაშვილი, გივი რამაზაშვილი, ვაჟა მამისაშვილი“ - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.