გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა კუჭავა: ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი

14-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „ქართული ოცნების" თელავის მერობის კანდიდატის ლევან ანდრიაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ დღეს ვიმყოფებით მეფე ერეკლე სასახლეში, რომელმაც ქართველ ხალხს დაუბრუნა რწმენა ძლიერი საქართველოსი. გუშინ, დიდგორობა აღვნიშნეთ, დღე, რომელიც ნამდვილად საამაყოა თითოეული ქართველისთვის - ბრწყინვალე გამარჯვების დღე. სანამ თელავში ჩამოვიდოდით, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას, მის მემორიალთან პატივი მივაგეთ. საუკუნის წინ თუ უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის გმირებმა, შექმნეს ბრწყინვალე საფუძველი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ ოკუპაცია და გავაგრძელოთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. წინ ბევრი გამოწვევაა და აუცილებელია, ერთობით შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება.


თელავი განსაკუთრებულად გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი. გარკვეული პერიოდის წინ, ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად, გია ალხანაიძის თელავური ლუდის დასაგემოვნებლად ვიმყოფებოდით, მათ ვმასპინძლობდით. მათ ასეთი რამ მითხრეს, თელავში რომ ვსეირნობთ - ევროპულ ქალაქში ვართო. ჩემგან პასუხიც შესაბამისი იყო - დიახ, ეს ევროპული ქალაქია, ეს ქართული ქალაქია, შესაბამისად, ევროპული ქალაქია.
ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო. აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისი ხელი დაატყო ყველა რეგიონს. თელავი ნამდვილად გამორჩეულია ამ კუთხით - მხოლოდ მეღვინეობაზე რომ არ ვისაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და პირველია, აქაურობა გამორჩეულია ხელოვნების, კულტურის, სპორტის კუთხით.


თელავის საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირმა უკვე სახელი დაიმკვიდრა მსოფლიოში. აქ აშენდა ბრწყინვალე, საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი, უნივერსიტეტი, სადაც მეც მომეცა ბედნიერება, რამდენიმე საჯარო ლექცია წამეკითხა, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, სადაც ბრწყინვალე წარმოდგენები იმართება. ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ თელავი გავხადოთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.


ჩვენ გვყავს მერობის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი გუნდი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას. თელავი გაიმარჯვებს" - განაცხადა კუჭავამ.