14-08-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დღეს, ყველას უხარია საგარეჯოს ცენტრის რეაბილიტაცია’’ - ამის შესახებ საგარეჯოში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა ავთანდილ გულიკაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.
მერობის კანდიდატმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა უდაბნოს გზის მშენებლობისთვის.
„მინდა, მეუფის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს უდაბნოს გზის მშენებლობისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ბევრი პრობლემაა, მაგალითად წლის გრაფიკით მიწოდება, თუმცა, მათი გადაჭრის საშუალებების მოძიება უკვე დაწყებულია, პროექტები უკვე მიმდინარეობს და ეტაპობრივად დასრულდება. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. თქვენთან ერთად ვიქნები 24 საათიან რეჟიმში, ნებისმიერ დროს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
ახლა კი წარმოგიდგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: ვანო ანუაშვილი, ირაკლი რუაძე, დავით არაბული, ვასილ მამუჩიშვილი, ვეფხვო ოსტიაშვილი, გელა კონიაშვილი, ივანე ბეჟიაშვილი, არჩილ ნემსიაშვილი, ვალერი ხუნაშვილი, ნიკა ნაცვლიშვილი, ალექსი იოსელიანი, აიაზ ბაირამოვი, მეჰდიჰან კულიევი“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.