14-08-2021
„ქართული ოცნების" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის წარადგენაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ გურჯაანი გამორჩეული მუნიციპალიტეტია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით.
მინისტრის განცხადებით, კახეთი ლიდერია სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიმართულებით და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის, დაახლოებით, 40%-ს ითვისებს.
„ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ჩუმლაყში, რომელიც ძალიან ახლოსაა ქალაქ გურჯაანიდან. ვნახეთ თუ როგორი წარმატება აქვთ ფერმერებს. გურჯაანელები ამ წარმატებას უზიარებენ საქართველოს კუთხის სხვა შვილებსაც. წლის განმავლობაში გურჯაანი ასაქმებს საქართველოს ძალიან ბევრ სხვა მოქალაქეს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება მეხილეობა, თუ გადამმუშავებელი წარმოება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.