გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ივანიშვილის მიერ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად 1 000 000 000 €-ს გადარიცხვა არ დასტურდება

22-11-2017

ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად 1 000 000 000 €-ს გადარიცხვა არ დასტურდება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ფონდი "ქართუს" პროექტების მართვის ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განგვიმარტა.

"რა თქმა უნდა, ერთჯერადად ასეთი თანხა არსად გადაირიცხება, 1 მილიარდი ევროა პროექტის ბიუჯეტი და მისი თავისება ხდება ეტაპობრივად პროგერესის და განვითარების შესაბამისად," - ამბობს ცაგარელი.

თბილისსა და ქუთაისში ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა. მის გადამოწმებას ქუთაისიპოსტი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"