გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამბროლაურის მერიის ინიციატივით, ახალი პროექტი - “გაიცანი რაჭა უფრო კარგად“ იწყება

13-04-2018

რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ახალი პროექტი ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად" იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, ფოტო თუ ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები და სხვა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია რაჭის ცნობადობის ამაღლება და თითოეული სოფლის პოპულარიზაცია, რაც დამთვალიერებელთა მეტ ინტერესს და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.

"ინტერპრესნიუსი"